Thursday, May 20, 2010











სასწავლო პროექტის თემა:გლობალური დათბობა, სათბურის ეფექტი.
მნიშვნელობა/აქტუალობა: უფრო და უფრო აქტუალური გახდა გლობალური დათბობის პრობლემა. მნიშვნელოვანია იმით, რომ გაიგებენ გამომწვევ მიზეზებს, შეძლებენ გაანალიზონ და საკუთარი დასკვნები გამოიტანონ. სათბურის ეფექტზე მოხდება დაკვირვება და პარალელების გავლება გლობალურ დათბობასა და სათბურის ეფექტს შორის.
მიზნები და შედეგები :მოსწავლეებმა მოიძიონ ინპორმაცია თუ რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება დედამიწაზე და რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ამ პროცესმა. განვიხილოთ სათბურის ეფექტი.სათბურის მინა კარგად ატარებს მზის გამოსხივებას,რომელსაც ნიადაგი შთანთქავს. ამასთან დაკავშირებით მოეწყობა სასწავლო ექსკურსია, სათბურის დასათვალიერებლად.
დედამიწაც სათბურის პირობებშია.ატმოსფერო მზის ენერგიის ერთგვარი მახეა. მინას ატმოსფერო ცვლის. ასეთი სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწაზე ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლა იქნებოდა. მოიძიონ შესაბამისი ინფორმაციები ინტერნეტის, სხვადასხვა ლიტერატურის დახმარებით. განსაზღვრონ რა იწვევს ტემპერატურის მომატებას და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მისმა ცვლილებებმა.კლასში ავარჩიოთ რამდენიმე მოსწავლე, თავისი სურვილისდა მიხედვით რომლებიც განიხილავენ ბუნებრივ საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობის პრინციპს, მათ მიერ გამოყოფილი ნამწვის და მათი საზიანო თვისებების შესახებ.ეს წარმოადგინონ შესაძლებელია პრეზენტაციის სახით.ერთმა ჯგუფმა მოამზადოს დედამიწის კლიმატის ცვლილებზე შესაბამისი ინფორმაციები, იმიტომ რომ, უკანასკნელი საუკუნის გლობალური დათბობა მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ვერ აიხსნება. რა არის მიზეზი იმისა რომ, ბოლო წლებში ყინულის საფარველის საზღვრების საგრძლობლად შემცირება ფიქსირდება.
გავიგებთ რა არის გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და რა შესაძლო ხერხები და გზები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად.ასევე გავიგებთ უფრო მეტს გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების შესახებ. რატომაა მსოფლიო შეშფოთებული ამ მოვლენის გამო. რა პრობლემებს უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას. შეიძლება თუ არა, რომ მისი შედეგები კატასტროფული იყოს .
შეფასების საგანი და პროცედურურები. მოსწავლეები შეფასდებიან: ინფორმაციის მოძიება და მისი თანმიმდევრულად გადმოცემით, პრეზენტაცია ისტ.-ის გამოყენებით, ლოგიკური მსჯელობით, წერითი სამუშაოებით და თვით მოსწავლეების მიერ, რამდენად საინტერესოდ და სრულყოფილად იყო წარმოდგენილი პროექტის იდეა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ. მოსწავლეები კარგად უნდა ერკვეოდნენ სითბურ მოვლენებში და მის გადაცემის სახეებში. შესაბამისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ შიდაწვის ძრავებში გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის შესახებ. ასევე კარგად უნდა იცოდნენ მინა რომელ გამოსხივებას ატარებს და რომელს არა.
საჭირო მასალა და რესურსი. 9 კლასის ფიზიკა ავტ.ქეთევან ტატიშვილი, ინტერნეტ რესურსი, კომპიუტერი.